01 მაისი 2024,   05:45
ვრცლად
"თუკი პარლამენტს, იმას, რა ჯანდაბა ქვია, პრეზიდენტს ვანიჭებთ ამხელა უფლებებს..."-ენძელა მაჭავარიანი

პარლამენტის სხდომის დაწყებამდე, უმრავლესობის წევრებმა კონსტიტუციის პროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ენძელა მაჭავარიანმა, კონსტიტუციაში პრემიერის ასაკის დაფიქსირება მოითხოვა.

„პრემიერ-მინისტრის ასაკზე არ წერია არსად არაფერი და თუკი პარლამენტს, იმას, რა ჯანდაბა ქვია, პრეზიდენტს ვანიჭებთ ამხელა უფლებებს, აქ რატომ არ არის, დავუშვათ, ასაკი რაღაც ხომ უნდა იყოს,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი უმცირესობის წევრს განუმარტა, რომ ასაკის მითითება პრემიერის არჩევითობის შემთხვევაში მოხდებოდა. 

დღის ამბები