30 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მორიგი მასშტაბური კიბერ შეტევის მსხვერპლი გახდა

მორიგი მასშტაბური კიბერ შეტევის მსხვერპლი დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა. საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა პარლამენტის სერვერების გატეხვა და ინფორმაციის მიტაცება სცადეს. კონკრეტულად, რა ზიანი მიადგა პარლამენტის კომპიუტერულ სისტემას, ეროვნულ უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს. ოფიციალური პირების განცხადებით, კიბერ-უსაფრთხოების სააგენტომ უკვე მიმართა საჭირო ზომებს და დეპუტატებს საკუთარ იმეილებთან წვდომა შეუზღუდა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ეს უკვე მეორე კიბერ შეტევაა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. times-ის ცნობით, ჰაკერებმა სამთავრობო მაღალჩინოსნების ელექტრონული ფოსტის პაროლები მიიტაცეს და მონაცემების გაყიდვა ჯერ ჰაკერების რუსულ ენოვან ფორუმზე სცადეს, მოგვიანებით კი ინტერნეტ სივრცეში განათავსეს.

დღის ამბები