30 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
კოლუმბიელმა მებრძოლებმა ჰოლანდიელი ჟურნალისტები ტყვეობიდან გაათავისუფლეს

კოლუმბიელმა მებრძოლებმა ჰოლანდიელი ჟურნალისტები ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ნიდერლანდების ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, დაჯგუფება "ეროვნულ განმათავისუფლებელი არმიის" წევრებმა 19 ივნისს გაიტაცეს. ისინი ელ ტარაში აიყვანეს, სადაც მეამბოხე ძალებსა და მთავრობას შორის დადებული ზავის შესახებ რეპორტაჟს ამზადებდნენ.

გამტაცებლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტები ამერიკის საიდუმლო აგენტები ეგონათ, თუმცა, როდესაც საწინააღმდეგოში დარწმუნდნენ, მათი გათავისუფლება გადაწყვიტეს.

ყოფილი ტყვეები აცხადებენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და გამტაცებლებს მათთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებიათ.

დღის ამბები