16 ნოემბერი 2024,   09:05
ვრცლად
ოპოზიციას მგონი საქართველო ამერიკის შტატი ჰგონია და ჯორჯიაში ერევა, თუ როგორ არის საქმე? - რატი იონათამიშვილი

პარლამენტში, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, დეპუტატები სიტყვით გამოდიან. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ოპოზიციას აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ მათ ნაწილს საქართველო ამერიკის შტატ ჯორჯიაში ერევა.

"ხშირად რა კითხვასაც სვამს ოპოზიცია, არის ის, რომ მომხსენებელს ეკითხება - ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის უცხო ქვეყანა არის თუ არაო. ამათ მგონი, საქართველო ამერიკის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ? თუ როგორ არის საქმე? ეს იმ პარტიისგან არ გაგვიკვირდება, რომელსაც ჰყავს დღესაც ის ბელადი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე გაცვალა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები