შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილმა, პარლამენტში ოპოზიციონერ კოლეგებს.
"შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ. ცით როგორ წამლავთ? - მაქსიმალურად გინდათ, რომ სამშობლო არ უყვარდეთ. აი, ესენი ხართ თქვენ. არც მეტი და არც ნაკლები. უცხოური ძალა, ფული, ინტერესი და გავლენა კანონთან არანაირ კავშირში არ არის. ეს არის ფაქტი, უცხოურია და მორჩა. რაც შეეხება კანონს, ქართულია და კანონს არ შეიძლება, რომ სამშობლო ჰყავდეს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილი.
უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.