17 მაისი 2024,   16:44
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, დასავლეთს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, დასავლეთს აკრიტიკებს.

"თუ ერთის მხრივ აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინას უზრუნველყოფთ თავდაცვითი აღჭურვილობით, ხოლო მეორეს მხრივ ზრდით ბიზნესის მომგებიანობას რუსეთში და იხდით თითქმის მილიარდ ევროსოს ოდენობის პირდაპირ გადასახადებს რუსეთის ფედერაციის მილიტარიზებულ ფედერალურ ბიუჯეტში, რომელიც აფინანსებს სამხედროებს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი?"- წერს პოდოლიაკი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ვერ ხვდება დაწესებული სანქციების ფუნქციას.

"რას აკეთებს ეს სანქციები, რომლებიც შეიძლება შეჩერდეს ისე, რომ აგრესორმა რუსეთმა მიიღოს დამატებითი შემოსავალი ენერგეტიკული ბაზრებიდან და შეძლოს რაკეტების წარმოების გაზრდა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმისთვის?" - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".

გუშინ გამოცემა "ფაინანშელ თაიმსმა" დაწერა რომ უმსხვილესმა დასავლურმა ბანკებმა, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთში მუშაობენ, გასულ წელს კრემლს 800 მილიონ ევროზე მეტი გადასახადები გადაუხადეს. საუბარია შვიდ წამყვან ევროპულ ბანკზე, მათ შორისაა გერმანული დოიჩე ბანკი, იტალიური უნიქრედიტი და ჰოლანდიური აი-ენ-ჯი.

დღის ამბები