25 დეკემბერი 2024,   11:57
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია - ტერიტორიაზე ჩასვლის გეგმა რამდენჯერმე შეიცვალა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის გეგმა რამდენჯერმე შეიცვალა. ის ახლა უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. სააკაშვილის მხარდაჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მანამდე კი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ავტობუსით პოლონეთიდან უკრაინის საზღვართან რადას დეპუტატებთან ერთად გამოემგზავრა. ის თავდაპირველადაც ტერიტორიაზე ავტობუსით აპირებდა ჩასვლას, თუმცა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში მიმავალი მარშრუტი შეცვალა.

მან უკრაინაში ჩასვლა მატარებლით გადაწყვიტა, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ პოლონეთს მიმართა, რომ მატარებელი არ შევიდოდა მათ ქვეყანაში მანამ, სანამ სააკაშვილი არ დატოვებდა მას, რის შემდეგაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინის საზღვართან გამგზავრება ისევ ავტობუსით გადაწყვიტა.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები