07 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
პროკურატურა "გამჭვირვალობა-საქართველოს" ბრალდებებს პასუხობს

"კანონის თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას" "არასამთავრობო ორგანიზაციის" სტატუსი არ აძლევს უფლებას, გამოითხოვოს და მიიღოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები და საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია,"- ასე უპასუხა მთავარმა პროკურატურამ გახმაურებულ საქმეებზე უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის ბრალდებებს

ირაკლი შოთაძის უწყება არასამთავრობო სექტორს შეახსენებს, რომ კანონი პროკურატურის შესახებ ცალსახად განმარტავს, რომ არავის აქვს უფლება, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის პროცესში.

უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურამ 2017 წლის პირველ 6 თვეში 161 განცხადება გამოაქვეყნა და 6 ბრიფინგი ჩაატარა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უწყება თავად განსაზღვრავს, რა დოზით და რა ფორმით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.

პროკურატურა არასამთავრობო სექტორთან სასამართლო დავისთვის ემზადება. "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო" მთავარი საგამოძიებო უწყების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები