04 მაისი 2024,   03:12
ვრცლად
"ეს არ არის საპარლამენტო ვიზიტი," - ირაკლი კობახიძე "პატრიოტების" მიერ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს

„პატრიოტთა ალიანსის“  მიერ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ფრაქციის ვიზიტი საპარლამენტო არ არის და შესაბამისად, კომენტარის გაკეთების ვალდებულება არ გააჩნია. 

„ჩვენი ხედვა ჩამოყალიბებული გვაქვს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვიზიტს, ეს არ არის საპარლამენტო ვიზიტი, აქედან გამომდინარე, ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა არ არის კომენტარის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი საერთო ხედვა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებსაც ეხმაურება, სადაც მათ აღნიშნეს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი მმართველი გუდის ხელშეწყობით ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ მოსაზრებებს დასაბუთება არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ დავით თარხან-მოურავი მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსის" დელეგაციის შემადგენლობაში იქნება. პარტიის თავმჯდომარე ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა დელეგაციას უხელმძღვანელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები