17 მაისი 2024,   09:00
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

„პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიცია ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება "პატიორტების" ვიზიტთან დაკავშირებით, არ არის მკაცრი თავის შეფასებებში და ამის გამო შეფასებებს აკრიტიკებს. 

„როდესაც ამ აქციას არ დაგმობს ხელისუფლება, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოქმედებს ფაქტობრივად "პატრიოტთა ალიანსის" სახელით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ უნდა განაცხადოს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან და მათ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობა არის მიუღებელი.

ვიზიტს აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ მმართველი გუნდის მხარდაჭერით სარგებლობს.

„ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, არა ერთხელ ღიად გამოუხატავს მხარდაჭერა ამ ექსტრემისტული ძალისთვის,“ - განაცხადა კანდელაკმა.

დღის ამბები