06 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
„თუ სასამართლო პოლიტიკური ინსტრუმენტია, მაშინ ეს გადაწყვეტილება რა არის?“ - ეკა ბესელია ხარშილაძის უდანაშაულოდ ცნობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოეხმაურნენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სასამართლო და ძალოვანი უწყებები პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალია, რასაც ხარშილაძის უდანაშაულოდ ცნობაც ადასტურებს.

„ვინც დღეს საუბრობს, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია, ასეთი გადაწყვეტილებები ამას პასუხს პირდაპირ სცემს, რომ ეს ასე არ არის. აქ მთავარი არის, რომ თუ პოლიტიკური ინსტრუმენტი არის ძალოვანი უწყება და სასამართლოც პოლიტიკური ინსტრუმენტია, როგორც ხშირად ვისმენთ ოპონენტებისგან, მაშინ ეს გადაწყვეტილება რა არის? როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ნიშნავს, რომ სასამართლოზე კონტროლი არ არის. სხვაგვარად ვერცერთი ოპონენტის მიმართ ვერასოდეს მიიღებდა გამამართლებელ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც ჩვენ ვერასდროს ვიღებდით ასეთ გადაწყვეტილებებს სააკაშვილის რეჟიმის დროს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება.

„თუ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არ არის პროკურატურის პოზიციის თანმხვედრი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესი მიდის. მინდა მჯეროდეს, რომ ეს არის სამართლებრივი პროცესი, ქალბატონ ელისოს შეიძლება სხვა მოსაზრებებიც აქვს ამასთან დაკავშირებით და საფუძველი, რომ სხვანაირად იფიქროს, მაგრამ მე რომ ვუშვებდე, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, მე სხვანაირი დამოკიდებულება მექნებოდა,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები