"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის საქმეზე საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.
დავით ხარშილაძეს ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-დამზადება-გადაზიდვა-გადაგზავნასა და გასაღებაზე ქონდა წარდგენილი.
პროცესის დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, დავით ხარშილაძემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის შვილი 13 მარტს დააკავეს. მოსამართლემ ხარშილაძე 13 ივლისს, მის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ, 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.