06 მაისი 2024,   22:57
ვრცლად
ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე - 10-15 წელიწადში საქართველოში შესაძლოა, ტყის საფარი განადგურდეს

საქართველო ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. სპეციალისტების განმარტებით, ქვეყანაში მრავალწლოვანი ხეები ყოველდღიურად ნადგურდება, დაახლოებით 10-15 წელიწადში კი, პროცესი შეუქცევადი გახდება და ტყის საფარი შესაძლოა, თითქმის, მთლიანად განადგურდეს.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელში ტყის მასობრივ განადგურებაზე საუბრობენ. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ წელს უკანონოდ 35 700-ზე მეტი ძირი ხე მოიჭრა.

მიუხედავად იმისა, რომ ტყეებს რეინჯერები იცავენ და უკანონო ჭრისთვის ჯარიმებიც სოლიდურია, მოსახლეობის მიერ შეშის მოხმარება დიდია. სახელმწიფო ნებართვას საშუალოდ 600-700 კუბურ მეტრზე გასცემს, მოთხოვნა კი, 3 მილიონი კუბური მეტრია.

კახეთში სოფლების უმრავლესობა გაზიფიცირებულია. ამის მიუხედავად, დიდია შეშაზე მოთხოვნაც. მოსახლეობა, რომელიც მის შეძენას ყოველთვის ვერ ახერხებს, უკანონო ჭრას არ ერიდება. სპეციალისტები ბუნებრივი აირის მაღალ ტარიფზე საუბრობენ.  

 

დღის ამბები