03 მაისი 2024,   12:52
ვრცლად
ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლა - პრეზიდენტი ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის დაფინანსებით დევნილთა სახლების ნგრევას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა ქართველი მოსახლეობის კვალის ამოშლას ემსახურება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. 
ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან.

"ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და ქმედება მიმართული ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ. ეს არის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს," -აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

დღის ამბები