03 მაისი 2024,   14:35
ვრცლად
ტერორისტების მორიგი თავდასხმა ქაბულში - სამიზნე ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტი გახდა

ტერორისტების მორიგი თავდასხმა ქაბულში. ამჯერად სამიზნე ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტი გახდა, სადაც აფეთქებებამდე რამდენიმე საათით ადრე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის და ნატოს გენერალური მდივნის თვითმფრინავები დაეშვა. ეროპორტზე იერიში ტერორისტებმა რაკეტებით მიიტანეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ჯიმ მატისი და იენს სტოლტენბერგი ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდნენ ახალი სტრატეგიის განსახილველად. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთში დამატებითი 3 ათას კაციანი კონტინგენტის გაგზავნას გეგმავს.

დღის ამბები