03 მაისი 2024,   14:05
ვრცლად
ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ - ნინო ბურჯანაძე ოკუპირებული ტერიტორიებზე

24 წლის წინ 27 სექტემბერს ტრაგიკულად განვითარებულ მოვლენებს, სოხუმის დაცემის დღეს, „დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის გამთლიანებისთვის და პრობლემის დარეგულირებისთვის.

„დაღუპულების ოჯახები ხედავენ, რომ მათი შვილების მიზანი და მათი შვილების ოცნება, რომ ეცხოვრათ ერთიან საქართველოში, დღესაც არ არის განხორციელებული, არაფერი არ გაუკეთებია, პრაქტიკულად, არცერთ ხელისუფლებას. დღევანდელ ხელისუფლებას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმ მიმართულებით, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა დარეგულირებულიყო. ჩვენ ძალიან ბევრს დროს ვკარგავთ, დრო საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემის დღეს, რუსი სამხედროებისგან ზურგ გამაგრებულმა სეპარატისტებმა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს კიდევ 27 თანამშრომელი დემონსტრაციულად დახვრიტეს.

დღის ამბები