05 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

მმართველი გუნდი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. როგორც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გაუშვა შანსი, რომ პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმაში და შედეგად ის მიიღებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ვეტოს გადალახავს.

„ამით მან უკანასკნელ შანსზე თქვა უარი.  პოზიტიური წვლილი  შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც აღიარა ქართულმა საზოგადოებამ, აღიარა ვენეციის კომისიამ. შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ვეტოს გადავლახავთ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ის 6 შენიშვნა, რაც აქვს პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნების სახით წარმოდგენილი და თუ „ოცნება“ ვეტოს დაძლევს ეს იქნება გაშვებული შანსი ქვეყანას ჰქონოდა  მრავალპარტიული თანხმობის უმაღლესი დოკუმენტი.

„6 საკითხიდან სამწუხაროდ ჩვენი წესების მიხედვით უმრავლესობამ უნდა გაითვალისწინოს ექვსივე და თუ არ გაითვალისწინებს ექვსივეს, მაშინ ის დაძლევს მოტივირებულ შენიშვნებს რაც იქნება გაშვებული შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთპარტიული კონსტიტუციიდან  მივიღოთ მართალაც მრავალპარტიული თანხმობის უმაღლესი საკანონმდებლო დოკუმენტი,“-განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ. 

შეგახსენებთ, რომ  საქართველო პრეზიდენტმა ვეტო კონსტიტუციის პროექტის ექვს მუხლს დაადო. ესენია:

1. ბონუსების სისტემა - ანუ პრინციპი, რომ გადაუნაწილებელ მანდატებს მთლიანად გამარჯვებული პარტია წაიღებდა.

2. საარჩევნო ბლოკების აკრძალვა - "ქართული ოცნება" კრძალავდა ბლოკების შექმნას.

3. საკონსტიტუციო სასამართლო - პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჩატარებული არჩევნების შედეგების კონსტიტუციურად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლოს არა ყველა წევრმა, არამედ უმრავლესობამ.

4. აღმსარებლობის თავისუფლება - პრეზიდენტი პარლამენტს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს სთავაზობს, ვიდრე ეს სამი მოსმენით მიღებულ პროექტშია.

5. მაჟორიტარული სისტემის 2024 წლიდან გაუქმება - გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან უნდა მოხდეს.

6. პრეზიდენტის არჩევის წესი - ქვეყნის მეთაურის აზრით ეს წესი მხოლოდ ორ პალატიანი პარლამენტის ამოქმედების შემდეგ უნდა დამკვიდრდეს.
 

ამავე თემაზე
დღის ამბები