24 აპრილი 2024,   04:25
ვრცლად
შეშფოთებული ვართ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო - ლორა ტორნტონი

მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალების გასარკვევად ადგილზე ჩასვლას გეგმავენ „ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ დამკვირვებლები. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ისინი მომხდარით შეშფოთებული არიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ საქმე გამოიძიოს.

"შეშფოთებული ვართ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენს დამკვირვებლებს დავავალეთ ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს მომხდარი და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს. ნებისმიერი სახის ძალადობა არჩევნების დროს მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ეს ინციდენტი უკანასკნელი იქნება და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის," - განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი. 

თავდასხმა სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” შტაბთან გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. 

დღის ამბები