04 მაისი 2024,   12:36
ვრცლად
ინციდენტი სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე - სამახედრო მოსამსახურეს ხელის ამპუტაცია დასჭირდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. 33 წლის ვალერი ჭანტურიძეს ხელი დაუზიანდა, მოგვიანებით მას კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.

დედის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა მოხდა პოლიგონზე და რა ვითარებაში დაშავდა მისი შვილი. ოჯახი ინციდენტის გამოძიებას და დახმარებას ითხოვს.

სამხედრო მოსამსახურე ქუთაისში, რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

დაშავებული სამხედრო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 12 წელზე მეტია მსახურობს, ის სხვადასხვა დროს ავღანურ მისებში იღებდა მონაწილეობას.

დღის ამბები