04 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - დაკავებულია ნარკორეალიზატორი

სპეცოპერაცია ჩატარდა ცოტა ხნის წინ ქვემო ფონიჭალაში. დილიდან მობილიზებული იყო სპეცრაზმი იაკობ ცურტაველის ქუჩაზე. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი ნარკორეალიზატორი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და არაერთგზის გასაღებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დაკავებულის ვინაობა უცნობია. ბრალდებული ნარკოდანაშაულისთვის წარსულშიც იყო დაკავებული.

დღის ამბები