25 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - სუს-ი განცხადებას ავრცელებს

"პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს," - ეს განცხადება სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ გაავრცელა.

„კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია,“ - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

საავრაუდოდ, სპეცოპერაციის ადგილზე სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილიც იმყოფება. 

"კურიერის" ინფორმაციით, მიმდინარეობს 2 პირის დაკავება, რომლებსაც ბრალი ედებათ ტერორიზმში. წინასწარი ინფორმაციით ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები