04 მაისი 2024,   00:26
ვრცლად
აზერბაიჯანული სასამართლო აფგან მუხთარლის საქმის განხილვას იწყებს

აზერბაიჯანული სასამართლო დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვას იწყებს.

ქალაქ ბელაქანში პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი დღეს არის ჩანიშნული. მუხთარლის ქართველი ადვოკატი წაყენებულ ბრალს უსაფუძვლოს უწოდებს და სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს.

ჟურნალისტს პროკურატურა სამი მუხლით ედავება. საზღვრის უკანონო კვეთა, მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა.

მუხრთარლის აზერბაიჯანული კანონმდებლობით 10-წლიანი სასჯელი ემუქრება.

„იწყება აფგან მუხთარლის საქმის გამოგონებული ბრალდებებით სასამართლოსი განხილვა. დიდი ალბათობით ის დასრულდება გამამტყუნებელი განაჩენით და საპატიმრო სასჯელით. აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, მის მიმართ ბრალდება წაყენებულია საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, თანხის კონტრაბანდისთვის და მესაზღვრეებთან წინააღმდეგობისთვის. ეს სამივე ბრალდება არის გამოგონილი,“-აცხადებს აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

დღის ამბები