27 დეკემბერი 2024,   00:22
ვრცლად
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა. სამი მღვდელმთავარი რუსეთის დედაქალაქში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

პატრიარქ კირილეს მიპატიჟების მიუხედავად, მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიდის ილია მეორე. ვიზიტში მონაწილეობას არ მიიღებს არც მისი მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე თეოდორე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პატრიარქს შეხვდნენ.

„თუ ასეთი შეხვედრა შედგა, ჩვენ ვისაუბრებთ აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებზე,“ - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მეუფე თეოდორე დარწმუნებულია, რომ რუსეთში მოსაყდრის თემით არ დაინტერესდებიან. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე თეოდორეს მოსაზრებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ „არავის არ შეუძლია სხვა ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა.“

დღის ამბები