26 დეკემბერი 2024,   23:37
ვრცლად
90 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - ევა გოცირიძე საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

90 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტის კვოტით საკანონმდებლო ორგანომ ევა გოცირიძის კანდიდატურა დაამტკიცა. თუმცა, მანამდე საკითხის განხილვის გადადებას სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველო“ ითხოვდა.

უმცირესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ჩქარობს და ევა გოცირიძემ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ საზოგადოებაში არსებობს.

მმართველმა პარტიამ საკითხის განხილვის გადადებაზე უარი თქვა. ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ 10 წლის ვადით აირჩიეს.

დღის ამბები