26 დეკემბერი 2024,   23:36
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ორი მოსწავლის დაჭრის საქმეზე თვითმხილველებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კითხავენ

თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლის დაჭრასთან დაკავშირებით რჩეულიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ წუთებში სამართალდამცავები თვითმხილველებს კითხავენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაკითხვაc.

თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა დღეს ხორავას ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მოსწავლეებიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

თვითმხილველები „კურიერს“ უყვებიან, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები