26 დეკემბერი 2024,   23:38
ვრცლად
"ყველა ვართ შეძრწუნებული და შეშინებული,"- პრეზიდენტი მოსწავლეების სისხლიან დაპირისპირებას ეხმაურება

„მინდა მივუსამძიმრო მთელ საზოგადოებას. ასეთი ტრაგედიის დროს ყველა ვართ შეძრწუნებული და შეშინებული იმით, რაც თბილისში მოხდა,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 51-ე სკოლის მოსწავლეების სისხლიან დაპირისპირებას, რომლის შედეგად 2 მე-11 კლასელი დაიჭრა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ერთის ჯანმრთელობის მდგოამრეობა კი ამ დრომდე მძიმეა.  

„როგორც საზოგადოება, ჩვენ სამწუხაროდ, აღმოვჩნდით აგრესიული და ძალადობრივი. ეს მარტო ამ ტრაგიკულ მოვლენაში არ გამოიხატება. გუშინ იყო დღე, როდესაც მივედი და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მქონდა ურთიერთობა, მათ ვესაუბრე, საღამო იყო უკვე კატასტროფა ძალადობა ქალზე. დღე არ გავა, რომ არ იყოს აგრესიის გამოვლენა. თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს, რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რას ვუნაწილებთ და ვაძლევთ ერთმანეთს - აგრესიას, ზიზღს, თუ ამ ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს, ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა, რომ ვიცხოვროთ,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები