ფხენიანის კრიზისის ფონზე, ჰავაის კუნძულზე განგაშის სისტემის გამოცდა დაიწყეს. ის კუნძულზე ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში დამონტაჟდა, თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში გამორთული იყო.
სისტემის ამუშავების გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იერიშის მუქარის ფონზე მიიღეს. ბალისტიკური რაკეტების ბოლო გამოცდების შემდეგ, პენტაგონის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ფხენიანის რაკეტებს დაფარვის ზონაში შეერთებული შტატების ტერიტორიაც შეიძლება მოექცეს, მათ შორის ჰავაი და გუამის კუნძულები.
ჰავაიზე, გამაფრთხილებელი სირენების გამოცდასთან ერთად, საევაკუაციო წვრთნების ჩატარებაც იგეგმება.