27 დეკემბერი 2024,   04:50
ვრცლად
გერმანიის პრეზიდენტმა ნაძვის ხე გაანათა და ბავშვებთან ერთად საშობაო სიმღერა შეასრულა

გერმანიის პრეზიდენტმა ნაძვის ხე გაანათა და ბავშვებთან ერთად საშობაო სიმღერა შეასრულა.

ფრანკ ვალტერ შტაინმაერმა, მეუღლესთან ერთად, ბერლინის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

საშობაო განათებების ჩართვის შემდეგ მათ რამდენიმე საზეიმო სიმღერა შეასრულეს და პრეზიდენტისგან საჩუქრებიც მიიღეს.

ცერემონია პრეზიდენტის სასახლის ბაღში გაიმართა. მარადმწვანე ხე შტაინმაიერის მშობლიური რეგიონიდან, ვესტფალიადან ჩაიტანეს.

დღის ამბები