27 დეკემბერი 2024,   05:07
ვრცლად
სამება დაწვეს თუ შემთხვევით დაიწვა - მეუფე იაკობი დარწმუნებულია, რომ ხანძარი ქვეყნის მთავარ ტაძარში განზრახ გააჩინეს

წელიწადნახევრის წინ ქვეყნის მთავარ ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა უამრავი კითხვა გააჩინა. სამება დაწვეს თუ შემთხვევით დაიწვა, ამ კითხვაზე უკვე 18 თვეა, პასუხებს გამოძიება ეძებს, თუმცა, პროკურატურა ამბობს იმას, რომ არაფერს ამბობს.

ჩამონგრეული კედლების აღსადგენად ფული ბიუჯეტიდან მალავე გამოყო, თუმცა, სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა.

მეუფე იაკობი დარწმუნებულია, რომ ხანძარი ქვეყნის მთავარ ტაძარში განზრახ გააჩინეს. მისი თქმით, დეკანოზმა მამალაძემ, ტარიელ შავშიშვილმა და სოსო ოხანაშვილმა ტყუილად ჩაწერეს დოკუმენტში, რომ სამების სახურავი მთლიანად დაიწვა. თუმცა, პროკურატურას ამ განცხადების შემდეგ რეაგირება არ მოუხდენია. ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ პროკურატურამ ვიღაცას ხელი დააფარა.

კურიერის მიერ მოპოვებულ ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ პირველად სამი თვის წინ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა სასამართლოში სამებაში ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით ციანიდის საქმის დაკითხვის დროს თქვა.

სამების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 700 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

ფული კომპანია ზიმოს ჩაურიცხეს, რომელმაც სახელი ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანით გაითქვა. თანხების გადარიცხვის საკითხს, ქორეპისკოპოსი იაკობი კურირებდა.

დღის ამბები