27 დეკემბერი 2024,   05:26
ვრცლად
სპეცოპერაცია ზესტაფონში - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სავარაუდოდ, ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით მოქმედებდნენ

კანონიერი ქურდები, გატაცებული ფული და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია ზესტაფონში - დაკავებულია ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი.

კურიერის ინფორმაციით, მათ, აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, 140 ათასი დოლარი გამოსძალეს.

დაკავებულები ჯგუფურ დანაშაულში საქართველოს სამ მოქალაქესთან ერთად მონაწილეობდნენ, რომლებიც ბათუმის მიმართულებით მოძრავ საქართველოს ორ მოქალაქეს თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით 140 ათასი ამერიკული დოლარი და პირადი ნივთები წაართვეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას უკვე ამოიღო გატაცებული თანხის ნაწილი - 90 ათასი ამერიკული დოლარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ე.წ. "კანონიერი ქურდის", ნადირ სალიფოვის, ზედმეტსახელად „გული ბაქინსკის“, დავალებით მოქმედებდნენ.

კურიერის ინფორმაციით, სწორედ ე.წ. "კანონიერმა ქურდმა" გასცა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების დაყაჩაღების ბრძანება, რომელიც მისმა თანამზრახველებმა სისრულეში მალევე მოიყვანეს.

„გული ბაქინსკი“ საქართველოში მომხდარ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებთან რამდენჯერმე იყო დაკავშირებული. მათ შორის 11 სექტემბრის შემთხვევასთან, როდესაც დაუდგენელმა პირმა ორთაჭალაში ე.წ. "კანონიერი ქურდის" მეგობარი - ელშან მამედოვი, რამდენიმე გასროლით მოკლა.

ნადირ სალიფოვი დმანისი რაიონშია დაბადებული და ის ეთნიკური აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები