ხანგძლივი პაუზის შემდეგ სოფო ნიჟარაძის სოლო კონცერტი თბილისში - მომღერალმა „ბუდა ბარში“ ყველა პოპულარული სიმღერა შეასრულა.
სოფო ნიჟარაძემ სიმღერა ”უშენოდ” სოლო კონცერტზე პირველად შეასრულა. ნამღერი კი მამას მიუძღვნა, რომელსაც ყველაზე მეტად ეს სიმღერა უყვარდა.
სოლო კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე მისი შემოქმედება მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა მუსიკალურმა დაჯილდოებამაც აღიარა. სოფო ნიჟარაძემ BAMA Music Awards-ის ”საუკეთესო მომღერალი ქალის" ნომინაციაში გაიმარჯვა.
მომღერალი ქართველ მსმენელთან შეხვედრას წელს კიდევ გეგმავს.