27 დეკემბერი 2024,   04:48
ვრცლად
მოძალადეების და კრიმინალების ვიქტიმიზაცია არის დაუშვებელი - ოთარ კახიძე

„მოძალადეების და კრიმინალების ვიქტიმიზაცია არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, მათი რესოციალიზაცია არის ამოცანა, მაგრამ ერთ-ერთი უკანასკნელი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილების უსაფრთხოება მოძალადეებისგან, კრიმინალებისგან, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ,“ – ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ, მოზარდების სისხლიანი გარჩევის შედეგების შეფასებისას გააკეთა.

ოთარ კახიძემ ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ, საგამოძიებო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

„უნდა შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების ჯინაზე რაღაცების გაფუჭება. არ შეიძლებოდა პრევენციის მექანიზმის ჩამორთმევა მანდატურისთვის და ამ ინსტიტუტის დაკნინება ბოლომდე,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი ორივე მოზარდი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დღის ამბები