„მე-18 მუხლის დარღვევა მოხდა. მე-18 მუხლი განაპირობებს შეფასებას, თუ რამდენად დემოკრატიულია სახელმწიფო, ხელისუფლება რამდენად იყენებს უფლებას ბოროტად და პრობლემურად დგება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი,“ - ამის შესახებ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში იურისტმა, დავით ჯანდიერმა, განაცხადა და დასძინა, რომ "აქ დგას საერთაშორისო იმიჯის საკითხი, რომელიც შესაძლოა, ძალიან მძიმედ მოუბრუნდეს ქვეყანას, თუკი მინისტრთა კომიტეტი კონფლიქტში შევლენ ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში".
ის ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა.
ჯანდიერის თქმით, სასამართლოს პოლიტიკური მოტივი არ გამოურიცხავს. მან თქვა, რომ უპირატესად არ იყო პოლიტიკური მოტივი, როდესაც მერაბიშვილი დააკავეს.
„ჩვენ თუ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, ჩვენ არ უნდა დავაყენოთ ევროსაბჭოს და სასამართლოს გადაწყვეტილებები, მით უმეტეს დიდი პალატის გადაწყვეტილება. მე-18 მუხლის დარღვევა სახელმწიფოს არ უნდა დაეშვა იმ გარემოებების, პრეტენზიების საფუძველზე, რაც მერაბიშვილის ჰქონდა, მაქსიმუმი უნდა გაკეთებულიყო, რომ საერთაშორისო იმიჯი არ შელახულიყო და პირველად ევროსასამართლოს ისტორიაში მე-18 მუხლის დარღვევა და პირველად საქართველოს ისტორიაში არ ყოფილიყო იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი ასეთ მდგომარეობამდე არ დასულიყო,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ჯანდიერის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პასუხიმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს.