27 დეკემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მეუღლეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 27 წლის მამაკაცი დააკავეს

წნორში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით,  27 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში წნორში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.  

დღის ამბები