27 დეკემბერი 2024,   01:18
ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, ადგილზე 25-მდე მეხანძრე-მაშველი და 5 სახანძრო ბრიგადა მაშაობდა

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია ხის კონსტრუქციები.

ამ დროისთვის, მეხანძრე მაშველები ტერიტორიას ამუშავებენ. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.  

დღის ამბები