გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 16 წლის გოგო გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა სოფელ კარდენახში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდი ბებიასთან იმყოფებოდა, რა დროსაც აბაზანაში, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გაჟონა.
გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ამ წუთებში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ექსპერტ-კრიმინალისტები აწარმოებენ.