08 დეკემბერი 2024,   18:36
ვრცლად
პატრიარქის თანამოსაყდრის ერთ-ერთი უფლებამოვალეობა ილია მეორესთან ერთად წირვა-ლოცვაში მონაწილოებაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად წირვა-ლოცვაში მონაწილოებაა ერთ-ერთი უფლებამოვალეობა, რომელიც მეუფე შიოს, როგორც მოსაყდრეს დაეკისრა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პატრიარქის მოსაყდრემ დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში შეასრულა.

„ამ ეტაპზე ეს შემდეგნაირად განისაზღვრა, რომ მივიღო მონაწილეობა წირვა-ლოცვებში უწმინდესთან ერთად, ასევე, სხვაგანაც სადაც გამაგზავნის და დამავალებს. ამასთან ერთად, სხვადასხვა დავალება იქნება ეს, რომელიც გამოჩნდება მიმდინარე პროცესში და გზადაგზა გამოჩნდება,“ - განაცხადა მეუფე შიომ.

დღის ამბები