26 დეკემბერი 2024,   13:57
ვრცლად
ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეების ძებნა შეწყდა - დაკავებულებს შორის 2 არასწრულწლოვანია

ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით, რასაც ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, გამოძიება გრძელდება.

3-დღიანი ძიების შემდეგ, უმძიმესი დანაშაულისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი გამოძიებას თავად ჩაბარდა. 16 წლის მოზარდი, რომელსაც ბრალი თანატოლების განზრახ მკვლელობაში ედება, სამართალდამცავ უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სასამართლო გადაწყვეტილებიდან 2 საათის შემდეგ ის სამართალდამცავებს ჩაბარდა.

მის გარდა აღკვეთის ღონისძიება კიდევ ერთ არასრულწლოვანს შეეფარდა. სასამართლო პროცესი დღეს დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

პატიმრობაში იმყოფებიან ის პირებიც, ვინც ერთ-ერთ არასრულწლოვანს მიმალვაში დაეხმარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისა და გაქცევის ხელშეწყობისთვის კიდევ 3 პირი სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. სამივე მათგანი სრულწლოვანია. მათ შორის ერთ-ერთი მოსწავლეების მამაა, რომელმაც მძიმე დანაშაულის შესახებ შვილებისგან შეიტყო, თუმცა დანაშაული დამალა. "კურიერის" ინფორმაციით, ეს თენგიზ კალანდიაა - შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი.

საერთო ჯამში სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია 5 პირი. 2 მკვლელობისთვის, 3 კი დანაშაულის დაფარვისთვის.

გამოძიების ინფორმაციით არ არის გამორიცხული ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების სტატუსი შეიცვალოს და დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს. 

 

დღის ამბები