07 დეკემბერი 2024,   07:30
ვრცლად
ჩაშლილი სასწავლო პროცესი - 51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგთა ჯგუფი მუშაობს

51-ე სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ფაქტობრივად ჩაიშალა. მთელი დღის განმავლობაში მოზარდებთან ფსიქოლოგთა ჯგუფი მუშაობდა. პარალელურად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცველები.

ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება სკოლის დირექტორიც. მანანა თურქაძე დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. სკოლის დირექტორმა გამომძიებლებს იმ კონფლიქტის შესახებ უნდა უამბოს, რომელიც ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს დატრიალებულ ტრაგედიას წინ უძღოდა.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში კითხავდნენ პედაგოგებსაც.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებული პატრულირების პარალელურად 51-ე სკოლის მანდატურები დღეს შენობის გარე პერიმეტრსაც აკონტროლებდნენ. როგორ შეიტანეს მოსწავლეებმა შენობაში პნევმატური იარაღი ამ თემაზე მანდატურებს საუბარი არ სურთ. სკოლის დირექტორი კი პროკურატურის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს სადაც მთავარი საგამოძიები უწყება ამბობს, რომ მოსწავლეებს პნევმატური იარაღი ჰქონდათ, არ ადასტურებს. 

დღის ამბები