27 დეკემბერი 2024,   01:22
ვრცლად
ბულინგი შესაძლოა დასჯადი გახდეს

ბულინგი შესაძლოა დასჯადი გახდეს. კანონის გამკაცრებაზე საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა ორი არასრულწლოვანის  მკვლელობით დასრულდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად, რომელ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, თუმცა სავარაუდოდ ბულინგი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გაითვალისწინებს.

მმართველი პარტია აღიარებს, რომ საჯარო სკოლებში არაერთი პრობლემა უკვე წლებია არსებობს, თუმცა ინიციატივაზე, რომ ბულინგი დასჯადი გახდეს აზრი ორად „ქართულ ოცნებაშიც“ იყოფა.

მმართველი პარტიის ის ნაწილი, რომელიც ამ ინიციატივას არ იზიარებს ამბობს, რომ კანონის გამკაცრება და ცვლილებების შეტანა გამოსავალი არ არის. „ქართული ოცნების" ლიდერების ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის პროცესში განათლების ყველა რგოლმა,

ოპოზიცია კი „ქართულ ოცნება“ იმ გადაწყვეტილებებს ახსენებს, რამაც მათი შეფასებით განათლების სისტემის კრახი გამოიწვია, მათ შორის არის მანდატურის სამსახურისთვის უფლებების შეზღუდვა.

ოპოზიცია ხელისუფლებას დაწყებითი და უფროსი კლასების გაყოფას სთავაზობს.

დღის ამბები