27 დეკემბერი 2024,   04:35
ვრცლად
"მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი პატიმრობაში არ იმყოფება" - პროკურატურა ხორავას ქუჩის ტრაგედიას ეხმაურება

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი, თუმცა მათგან ორი პირი პატიმრობაში არ იმყოფება. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არასრულწლოვანები არიან და მათ მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

ბრალდებულთაგან 3 პირი დაკავებულია, ხოლო 2 პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რის გამოც მათი დაკავება არ მოხდა. კერძოდ, ერთი მათგანი  არის 17 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მის დაკავებას, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით,”-ნათქვამია განცხადებაში.  

დღის ამბები