22 დეკემბერი 2024,   07:49
ვრცლად
„ყველა შემდგომი სამართლებრივ პროცედურა მოხდება ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში,“ - ბესელია სააკაშვილზე საუბრობს

„მოთხოვნა აქამდეც იყო გაგზავნილი ექსტრადირების თაობაზე," - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა.

მისი თქმით, ამ თემაზე განცხადებები გაკეთებული აქვს როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე მთავარ პროკურატურას. 

„ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული სასამართლოს მიერ, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება და ასევე არის ძებნის პროცედურა დაწყებულია და ეს პროცედურები გავლილია. ექსტრადირებასთან დაკავშირებით თავის დროზე იყო მოთხოვნა. ასე რომ ყველა შემდგომი სამართლებრივ პროცედურა მოხდება ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

დღის ამბები