22 დეკემბერი 2024,   06:50
ვრცლად
სააკაშვილს უკრაინაში დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ედავებიან

მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალი წარედგინება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ დააკავეს. ის უკრაინელმა სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე გაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილს ბრალის დადგენილება კიბეებზე ჩაყვანისას გააცნეს.

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, სააკაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები 2017 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე განახორციელა.

დღის ამბები