03 მაისი 2024,   00:41
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სახლთან შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები

კიევში მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმელებისა და სააკაშვილის მომხრეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან როგორც აქტივისტები, ასევე სამართალდამცველები. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული. 

დაკავებულია მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის ქალი, რომელმაც პოლიციის მანქანის მინა ჩაამტვრია. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ აქტივისტებმა ბარიკადების აგება დაიწყეს. ისინი ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები