„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, ხვალიდან პარტია მხარდამჭერებთან ერთად გამართავს ღირსების მანიფესტაციას და ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა. მისივე თქმით ხელისუფლება ოლიგარქიული რეჟიმის სახით შემოვიდა ხალხთან დაპირისპირებაში, ამიტომ ეს გამოწვევა მიღებულია და ბრძოლა არის გადამწყვეტი.
"მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხვდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე და სწორედ ამიტომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გადადის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის და მოუწოდებს ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ ყველა საქართველოს მოქალაქეს ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები გამოვიდეს ხვალ დღის 02:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში,“-განაცხადა ნიკა მელიამ.