22 დეკემბერი 2024,   07:20
ვრცლად
51-ე სკოლის დირექტორი გაუთქმელობის ვალდებულების გამო მედიასთან აღარ კონტაქტობს

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა. ნინო ალექსიძის თქმით, სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. პარალელურად მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

თავად დირექტორი, მანანა თურქაძე დაკითხვის შემდეგ მედიასთან აღარ კონტაქტობს გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე.

51-ე საჯარო სკოლასთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. გარე პერიმეტრზე საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი იმყოფება.

სამართალდამცველები შენობის შიგნითაც არიან და ვითარებას მანდატურებთან ერთად აკონტროლებენ.

დღის ამბები