06 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ახალ ომბუდსმენს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის ოფისში დღეს პირველად მივიდა. ახალ ომბუდსმენს თანამშრომლები უჩა ნანუაშვილმა გააცნო. ნინო ლომჯარიას შიდა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ აქვს მიღებული.

ახლად არჩეული სახალხო დამცველი ოფიციალურად მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. თუ რა იქნება მისთვის პრიორიტეტული, ამაზე მან მედიასთან დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„მაინტერესებს სახალხო დამცველისგან მოვისმინო, რა არის ის გამოწვევები, რაც მისი აზრით უნდა იყოს პრიორიტეტი მომავალი სახალხო დამცველისთვის. ბუნებრივია, მე მაქვს ჩემი პრიორიტეტები, სოციალური, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

უჩა ნანუაშვილმა მომავალ სახალხო დამცველს წარმატებები უსურვა.

"იმედი მაქვს, სახალხო დამცველის ოფისი განვითარდება და სტანდარტები, რომლებიც იქნა მიღწეული წლების განმავლობაში, აუცილებლად არა თუ შენარჩუნდება, არამედ განვითარდება უფრო მეტად,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილი.

დღის ამბები