07 დეკემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ციანიდის საქმე ისევ სასამართლოშია - დეკანოზმა საკუთარი სიმართლე სააპელაციო სასამართლოში უნდა დაამტკიცოს 

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, 11 თვიანი პატიმრობის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა. სასამართლო განხილვა ხვალ 12 საათზე დაიწყება. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა იმსჯელოს, პირველი ინსტანციის მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

ხვალინდელ პროცესს თავად პატიმარი მღვდელიც დაესწრება. ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობა ხვალ მოწმეთა დაკითხვას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციოში მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევა დაგეგმილი არ არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მოწმის სახით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა კვლავ დაიბარონ სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, დეკანოზ მამალაძის ადვოკატები დღეს მსჯავრდებულ მღვდელთან იმყოფებოდნენ. საპატიმროში უფლებადამცველებმა ის შუამდგომლობები შეათანხმეს, რომლის დაყენებასაც ხვალ გეგმავენ.

სამი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიასთან მთავარი მოთხოვნა, სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიშის საქმის მასალებში დართვა იქნება, რომელიც განაჩენის გამოტანამდე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.

 

დღის ამბები