27 დეკემბერი 2024,   07:04
ვრცლად
ესენი მოიქნევენ კუდს, აუცილებლად, - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრობს

„პირდაპირი მოწოდება იმპიჩმენტის, ეს არის ხალხის მარში,“ - ეს განცხადება პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა რადას შენობის წინ შეკრებილების მოთხოვნის შეფასებისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერების მიერ სამართალდამცავების მანქანიდან გათავისუფლების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნა დააყენა.

მისი თქმით, წინა კვირებში ჩატარებულმა მარშმა განაპირობა დღევანდელი დაკავება, რადგან დაანონსებული იყო გაცილებით მასშტაბური აქცია.

„ჩვენ შევძელით გარკვეული სიტუაციის შემობრუნება, არ არის საფრთხე დამთავრებული, ესენი მოიქნევენ კუდს, აუცილებლად,“ - განაცხადა სააკაშვილმა. 

დღის ამბები