06 დეკემბერი 2024,   08:07
ვრცლად
"ლუცენკოს ეს ნაბიჯები გადაადგმევინა ფულმა და თავზე ხელის აღებამ, ხელისუფლებამ იცის გახრწნა"-სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მის პრორუსულ ძალებთან კავშირს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას  ეხება. ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ არანაირ დანაშაულებრივი ჯგუფი მას არ შეუქმნია.

„ჩვენ არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ შეგვიქმნია. ამ კაცს კუნჩენკოს საერთოდ არ ვიცნობ. საერთოდ არ ვიცი როგორ გამოიყურება და რა შეხება უნდა მქონოდა. ცხოვრებაში არ მინახავს თვალით და არაფერი გადაკვეთა არ მქონია. ასე რომ აქ საუბარი არის ძალიან მარტივი, ამათ უნდოდათ რაღაც მაინც შეექმნათ. ეგ არის და ეგ. ამიტომ წამოვიდნენ პროვოკაციებზე,“-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით იური ლუცენკო, რომელიც თავადაც იყო პოლიტპატიმარი, ასეთი ნაბიჯები გადაადგმევინა ფულმა.

„ფულმა და თავზე ხელის აღებამ. ხელისუფლებამ იცის გახრწნა. ამათ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი შეუძლიათ და  ყველაფერი გამოუვა,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები